რუსეთთან უვიზო მიმოსვლა

კალაძე ფრენებზე: პუტინი გაკვირვებულია, რომ დღეს აპროტესტებს ის, ვინც გუშინ ამას ითხოვდა

"პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო, უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან [დაკავშირებით], მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს აპროტესტებს ის ხალხი, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსეთს, მოუწოდებდა რუს მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ და ასე შემდეგ.

ხელისუფლებას რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და არ გაუპროტესტებია ვიზების მოხსნა. ეს როგორც იცით, ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო".

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, მადლობის მიღებას ვარაუდობდა, თუმცა რეალურად საკითხს "გაუგებარი ქარიშხალი" მოჰყვა. 

კომენტარები