მატარებლის რელსებიდან გადასვლა

წალკაში მატარებლის რელსებიდან გადასვლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 – დაშავდა

წალკაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მატარებელი რელსებიდან გადავიდა. როგორც შსს-მ ტაბულას განუმარტა, შემთხვევას, რომელიც გუშინ, 26 მაისს მოხდა, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი - მსუბუქად დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები