რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნიპროში სამედიცინო დაწესებულებაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 2 პირი დაიღუპა

Serhii Lysak via Telegram

უკრაინის ქალაქ დნიპროში სამედიცინო დაწესებულებასა და ვეტერინარულ კლინიკაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უწოდებს. 

"კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული. მხოლოდ ბოროტ სახელმწიფოს შეუძლია საავადმყოფოების წინააღმდეგ ბრძოლა. ამაში არანაირი სამხედრო მიზანი არაა. წმინდად რუსულ ტერორს წარმოადგენს". წერს ზელენსკი Twitter-ზე. 

გუბერნატორის, სერგეი ლისაკის ცნობით, დაზარალებულთაგან სამი მძიმედ არის დაშავებული. 

კომენტარები