83 წლის ასაკში როკ-ენ-როლის დედოფალი, ტინა ტერნერი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 83 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი, ტინა ტერნერი გარდაიცვალა. მომღერალმა სიცოცხლის ბოლო დღეები საკუთარ სახლში, შვეიცარიაში გაატარა. 

ტინა ტერნერის მუსიკალური კარიერა 1950-იან წლებში აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად დაიწყო. დუეტს წარმატება სინგლმა, Proud Mary-მ მოუტანა.

აიაკ ტერნერი ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა. მეუღლესთან პრობლემების შემდეგ მომღერალმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი - მე, ტინა. გაყრის მიუხედავად, ტინა ტერნერმა გადაწყვიტა მეუღლის გვარი შეენარჩუნებინა, რადგან ფართო საზოგადოება ამ სახელითა და გვარით იცნობდა. 

წლების განმავლობაში ტინა ტერნერი თავისი ნიჭით, ხმის დაუვიწყარი ტემბრითა და ამოუწურავი ენერგიით ადამიანების გულებს იპყრობდა. ჟურნალმა "Rolling Stone" იგი პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად დაასახელა. სიმღერები: The Best, Proud Mary და ბევრი სხვა, დღემდე არ კარგავენ თავიანთ აქტუალურობასა და პოპულარობას.

ტინა ტერნერი არის 8 გრემის მფლობელი მუსიკოსი. 

მომღერალი თაყვანისმცემლებს 81 წლის ასაკში, დოკუმენტური ფილმის, Tina-ს მეშვეობით დაემშვიდობა. 

კომენტარები