Freedom House-ის ანგარიში

კობახიძე FH-ის ანგარიშზე: მედიაპლურალიზმი ჩვენი მიღწევაა – საუბარი უკუსვლაზე სპეკულაციაა

რეალურად, გამოქვეყნდა სხვა, საერთაშორისო რეიტინგი, სადაც პირიქით, ამ სფეროში გაუმჯობესება გვქონდა. ნუ, რა ვიცი, თვითონ უნდა გაერკვნენ, მაგრამ საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს, რეალურად, მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლების პირობებში, ყველა ტელევიზია, საერთო ეროვნული მაუწყებელი მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ იყო.სათითაოდ მიიტაცეს, ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებელი, შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი 2 და ტელეკომპანია იმედი. ეს წინა ხელისუფლის პირობებში არსებული მდგომარეობაა- სრული სატელევიზიო მონოპოლია . ჩვენს დროს პლურალისტური მედიაგარემო ჩამოყალიბდა, რაც დღემდე ბუნებრივია შენარჩუნებულია. ასეთ დროს, საუბარი უკუსვლასა და ა.შ. არის უბრალოდ სპეკულაცია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Freedom House-ის ანგარიშზე, რომლის თანახმადაც საქართველოში დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25 ერთეულამდე, ხოლო დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა. 

კომენტარები