რუსეთი-მოლდოვა

საგამოძიებო კომიტეტს ყველანაირი საფუძველი აქვს, სანდუს წინააღმდეგ საქმე აღძრას – ჯაბაროვი

Экономика сегодня

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ჯაბაროვის თქმით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს წინააღმდეგ საქმე აღძრას.  

"როგორც ჩანს, რუმინეთის მოქალაქე, ქალბატონი მაია სანდუ, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, სრულ ჭკუაზე არაა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს ყველანაირი საფუძველი აქვს, რომ სანდუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების მუქარის ფაქტზე და საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანოს. 

იოცნებოს, რომ დიდებული რუსეთის მეთაური ჩავა მის ქვეყანაში, რომლის ეკონომიკა და კეთილდღეობა სრულად მოსკოვზეა დამოკიდებული". – წერს ჯაბაროვი Telegram-ზე.

აქამდე, მაია სანდუმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოლდოვის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში პუტინს დაიჭერდნენ. 

"მოლდოვას რესპუბლიკა პატივს სცემს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის და თუ ის ჩვენს ქვეყანაში შემოვა, მას დააპატიმრებენ". – თქვა სანდუმ. 

კომენტარები