2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ტრამპის მთავარი კონკურენტი რონ დესანტისი კანდიდატურას მასკთან ერთად წარადგენს – NBC

MARKETWATCH PHOTO ILLUSTRATION

NBC News-ის ინფორმაციით, ფლორიდის გუბერნატორი პრეზიდენტობის კანდიდატურას Twitter-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ილონ მასკთან ერთად ხვალ, 24 მაისს წარადგენს. 

მასკი და დესანტისი უმასპინძლებენ ღონისძიებას აუდიო ჩეთის პლატფორმა Twitter Spaces-ზე. წარდგენას უხელმძღვანელებს დევიდ საქსი - ტექნიკური მეწარმე, რომელიც მასკის მესაიდუმლე და დესანტისის მხარდამჭერია.

იმავე საღამოს გავრცელდება დესანტისის კამპანიის ვიდეო და იგი რამდენიმე შტატში შეხვედრის გამართვასაც გეგმავს. 

ჯერ კიდევ ნოემბერში მასკი ამბობდა, რომ თუ ფლორიდის გუბერნატორი 2024 წლის არჩევნებში კენჭს იყრის, იგი რონ დესანტისის დაუჭერს მხარს. რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ამომრჩეველში დესანტისის რეიტინგი.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად დესანტისი განიხილება. 

გასათვალისწინებელია, რომ შუალედურ არჩევნებში ტრამპის კანდიდატთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც 2020 წლის არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ, მარცხი განიცადა. რაც, ექსპერტთა შეფასებით, მანიშნებელია იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პარტიაში გავლენას კარგავს.

ამის პარალელურად კი ფლორიდის გუბერნატორმა და, დიდი ალბათობით, 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტმა, თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა

    კომენტარები