დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: არ გამოვრიცხავ, სომხეთმა ОДКБ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა შესაძლოა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) დატოვოს, თუ ბლოკი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. 

"არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთმა შესაძლოა მიიღოს ОДКБ-ს დატოვების გადაწყვეტილება". – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ამის შესახებ ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილხამ ალიევთან მოლაპარაკებების წინ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს.

22 მაისს, სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს. ამის შესახებ ფაშინიანმა ამ წუთებში მიმდინარე პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

"სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიას, რომელიც 86 600 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. იმ პირობით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, 29 800 კვადრატულ კილომეტრს. აზებაიჯანის 86 600 კვადრატულ კილომეტრში შედის მთიანი ყარაბაღის, თუმცა, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებები და უსაფრთხოება ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის". - თქვა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრების სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო გარანტიებია საჭირო, რადგან სხვა შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ აზერბაიჯანმა რეგიონში ეთნიკური წმენდა განახორციელოს.


86 600 და 29 800 კვადრატული კილომეტრი – ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.

ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია.

ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებამდე, გასულ დღეებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი შეტაკებები მოხდა. 

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.

კომენტარები