მოლდოვა-ევროკავშირი

ევროკავშირი მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად მისიას იწყებს

ევროკავშირი მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად მისიას იწყებს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს

"საბჭო იწყებს ევროკავშირის პარტნიორობის მისიას მოლდოვის რესპუბლიკაში (EUPM Moldova) საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, რათა გაზარდოს უსაფრთხოების სექტორის მდგრადობა ქვეყანაში". - წერია განცხადებაში.

აღნიშნული მისია მოლდოვის ხელისუფლების მოთხოვნით შეიქმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, გააძლიეროს კრიზისის მართვის სტრუქტურები და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მექანიზმები. ამ მიზნით, მისია გასცემს რჩევებს სტრატეგიულ დონეზე და განსაზღვრავს შესაძლებლობების განვითარების საჭიროებებს.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მოლდოვას რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მცდელობები შესამჩნევად გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირის გარე საზღვრების სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

კომენტარები