საქართველო-რუსეთი

პაპუაშვილი ვიზებზე: საფრთხეა, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიაზე გადავიდეს

საბოლოო ჯამში, თავად ოპოზიციამ აღიარა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება. და რატომ - ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც ვიზების შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვასა და ფრენების აკრძალვას შეეხება, არის სანქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა რუსეთთან ესკალაციაზე მიდის. თავის მხრივ, ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც სანქციებს აწესებ, მოსალოდნელია, რომ ამის საპირისპიროდ იქნება კონტრსანქციები და რაღაც საპასუხო ზომები, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას საფრთხე შეექმნება [...] ასევე, დიდი საფრთხეა, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიის პოლიტიკაზე გადავიდეს. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, საჭიროა თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება.

კომენტარები