რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუნაკი: უახლოეს თვეებში დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების წვრთნებს დაიწყებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე. 2023 წლის 20 მაისი.
AP

გაერთიანებული სამეფო უახლოეს თვეებში ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნებს დაიწყებს

"ზაფხულში დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების ავიაგამანადგურებლების მართვაში წვრთნებს დაიწყებს, რითაც ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერებას". - თქვა სუნაკმა.

სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდმა შვიდეულმა მიაღწია მიაღწია ძალიან ხელშესახებ პროგრესს, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერის ფონზე, რომელიც მიზნად უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდებას ისახავს. 

"უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ - სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.

პრეზიდენტ ზელენსკის დიდი შვიდეულის მოკავშირეების გვერდით დგომა, ვფიქრობ, რუსეთისა და მსოფლიოსთვის არის სიგნალი, რომ ჩვენ ვართ გაერთიანებული პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის უკან და გავაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს". - ამბობს სუნაკი. 

კომენტარები