ლავროვის ოჯახი ყვარელში

ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

აქტივისტები სასტუმროსთან გვიან ღამით მივიდნენ. პროტესტის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს მიკროავტობუსებს, რომლებიც სასტუმროს ტერიტორიაზე პოლიციის კორდონით შეიყვანეს.   

გუშინ, 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვარლის ტბაზე სასტუმროში სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებს. მედიის ცნობით, იქ არიან ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი. Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, წყვილმა ჯვარი თბილისში დაიწერა. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათთან სასტუმროში ეკატერინა ლავროვა ისვენებს, უარყო ორმა სასტუმრომ - Kvareli Lake Resort-მა და ახაშენმა.  

კომენტარები