მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს [ოპოზიციის დეპუტატს], რომ სახელმწიფოებრივად იაზროვნა და გადააბიჯა საკუთარ თავს, არ დაექვემდებარა საბოტაჟის და ბულინგის მცდელობას. ვიღაცამ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს, ვიღაც პირიქით, ორგანიზატორი იყო ამ ბულინგის და საბოტაჟის. დღეს ჩვენ ვნახეთ ფაშისტური მეთოდები, პირდაპირ თავზე დადგომით, ანუ თავისუფალი მანდატით... ესენი ამომრჩევლებს რას უზამენ, წარმოიდგინეთ. თავის კოლეგებთან რას კადრულობენ, ადგებიან თავზე და პასუხს სთხოვენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მდინარაძე ოპოზიციის დეპუტატებზე: მადლობა, რომ არ დაექვემდებარნენ ბულინგის მცდელობას
tbl.ge/6di0
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.
რუსთავი 2-ის ცნობით, ოპოზიციის დეპუტატები, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ხმა მისცეს, ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი არიან.
ამავე თემაზე
- ოცნების ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი უქმდება
- ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა
- წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია
- კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?
- წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს