QUAD-ის წევრების სამიტი, რომელიც მომდევნო კვირას სიდნეიში უნდა გამართულიყო, არ შედგება

ავსტრალიის პრემიერმინისტრის, ენტონი ალბანისის ცნობით, მომდევნო კვირას დაგეგმილი სამიტი, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს, ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერები ერთმანეთს სიდნეიში უნდა შეხვედროდნენ, არ შედგება. მიზეზი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ვიზიტის გაუქმებაა. ალბანისის თქმით, ლიდერები ერთმანეთს იაპონიაში ვიზიტის განმავლობაში შეხვდებიან. 

ავსტრალიაში შეხვედრა 24 მაისს იყო დაგეგმილი. ბაიდენი სიდნეიში ჰიროშიმაში ვიზიტის შემდეგ უნდა ჩასულიყო. არსებული ინფორმაციით, მისი იაპონიაში გამგზავრება კვლავ რჩება დღის წესრიგში. აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლიც ადასტურებს. 

ეს ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის წევრების (Quad) მესამე პირისპირ შეხვედრა უნდა ყოფილიყო. პირველად სხდომა 15 წლის წინ შედგა. 

ლიდერებს შორის მოლაპარაკებების მიზანი რეგიონში ჩინეთთან კონკურენციის ფონზე აშშ-ს მიერ პოზიციების განმტკიცების ერთგვარი მცდელობაა. შეხვედრაზე დაგეგმილი იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევების განხილვა. 

ბაიდენის მხრიდან ვიზიტის გაუქმების მიზეზი აშშ-ში ხაზინის არსებულ კრიზისსა და შესაძლო დეფოლტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებია. 

კომენტარები