საქართველო-ევროკავშირი

ლიტვის პრეზიდენტი: ევროინტეგრაციის პროცესისთვის ქართველებმა უნდა დააჩქაროთ ხელისუფლება

საქართველო ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და მოხარული ვარ, რომ ვხედავ ქართულ დელეგაციას სამიტზე. მრგვალ მაგიდასთან დისკუსიები გვექნება, იმედი მაქვს, ევროსაბჭოს სამიტზე გვექნება შესაძლებლობა, კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეთ, რადგან ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მხოლოდ მეოთხედ იმართება ლიდერების შეხვედრა.

მე მხარს დავუჭერ საქართველოს, თუ დაკმაყოფილდება წინაპირობები – რეფორმების იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. საქართველომ ძალისხმევა უნდა გასწიოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენი ევროპული თანამეგობრობის წევრი. გვჭირდება დინამიკა. მე ვიცი, ქართველი ხალხი ენთუზიაზმით აღსავსეა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თქვენ უნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს შეგიძლიათ. მე მიყვარს საქართველო. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა

კომენტარები