კანდიდატის სტატუსი

კობახიძე: სოროსის ფონდი პირდაპირ ჩართულია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიაში

სოროსის ფონდი თავიდანვე იყო ჩართული კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. მათმა ევროინტეგრაციის ექსპერტმა დასკვნა დადეს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ივნისში არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ვიდრე ევროპული საბჭო მიიღებდა თავის გადაწყვეტილებას, მანამდე სოროსის ფონდმა დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მოქალაქეები ელოდებოდნენ კანდიდატის სტატუსს და ქართველი, იგივე სერგო ორჯონიკიძე თანამედროვეობის, წერდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის საქართველოს. ახლაც აკეთებენ იგივეს, ეს დაკსვნა, რომელიც არის დადებული მათი მხრიდან, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სოროსის ფონდი პირდაპირ არის ჩართული კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში, როდესაც ისინი ავრცელებენ ტყუილებს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ სრულდება რეკომენდაციები. ეს ნიშნავს იმ კამპანიის გაგრძელებას, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და თქვენ იცით რომ პირდაპირი კავშირია რადიკალურ ოპოზიციასა და სოროსის ფონდს შორის.

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები