პოლონეთი

პოლონეთმა აშშ-სგან რუსეთის საზღვართან განსათავსებლად HIMARS-ების პირველი პარტია მიიღო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი
AP Photo/Czarek Sokolowski

უკრაინაში ომის გამო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე პოლონეთმა აშშ-ს წარმოების HIMARS-ის ტიპის რაკეტების პირველი პარტია მიიღო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი და სამხედრო პირები 15 მაისს ვარშავის საჰაერო ბაზაზე HIMARS-ების გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ.

ბლაშჩაკმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ გაისვა ხაზი HIMARS-ის ღირებულებას. მისივე თქმით, პოლონეთი, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა, გამშვები მოწყობილობების დამატებით შესყიდვას გეგმავს. ჯამში პოლონეთის მიზანი დაახლოებით 500 ასეთი ერთეულის შეძენაა.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ვიცით, რომ არტილერიას ომსა და რუსეთის მოგერიებაში მთავარი როლი აქვს". - აღნიშნა ბლაშჩაკმა.

მისივე თქმით, გამშვები დანადგარებს 1-ელ საარტილერიო ბრიგადაში ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლონეთში გაგზავნიან.

"მათი ამოცანა იქნება აგრესორის შეკავება და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერება ქვეყნისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე". - თქვა ბლაშჩაკმა.

2019 წლის კონტრაქტის მიხედვით, პოლონეთი ხარჯავს დაახლოებით $414 მილიონს 18 მოწინავე საბრძოლო HIMARS გამშვები და ორი HIMARS სასწავლო გამშვები საბრძოლო მასალისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძენად. 

HIMARS არის ამერიკული საჰაერო კომპანიის Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა. იგი არის მრავალჯერადი გამოყენების, ხოლო მისი რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრამდეა. იგი აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის 1990-იანი წლების ბოლოს შეიქმნა.

პოლონეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიზნით მილიარდობით დოლარის იარაღს ყიდულობს, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავებს - ძირითადად აშშ-სა და სამხრეთ კორეისგან.

კომენტარები