ბავშვთა ტრეფიკინგი

შსს: დავაკავეთ 4 პირი, ისინი ბავშვებს ყვავილების გაყიდვას და მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ
მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას
სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ
მოწყალება. მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. იმ შემთხვევაში თუ
არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს მათ
სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ." - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაკავებულთა შორის არიან: 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელსდაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული
მ.კ. 

კომენტარები