საქართველოს სასამართლო სისტემა

მურუსიძე: სასამართლო სისტემა შედგება ღირსეული მოსამართლეებისგან

ზოგადად, მე რომ სატელევიზიო არხებს ვუყურებ, როდესაც თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, ე.წ. ექსპერტები და ა.შ. გამოდიან, ცდილობენ, რომ სასურველი გაასაღონ რეალობად. მე თავიდანვე ვიძახდი, რომ ის შეტევა, რაც სასამართლო სისტემაზე ხორციელდება, სასამართლო სისტემას ვერ დააქუცმაცებდა. სასამართლო სისტემა შედგება ღირსეული მოსამართლეებისგან. ეს არის სასამართლო ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება იქნება ერთიანი და იქნება ქვეყნისა და მოქალაქეების სადარაჯოზე [...] მოსამართლე არის დამოუკიდებელი იმ კონკრეტული საქმის განხილვაში, რა საქმესაც განიხილავს. რაც შეეხება იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი უნდა იყოს და მათ საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოს, ამას სასამართლო სისტემა აუცილებლად უზრუნველყოფს [...] საქართველოში სასამართლოს პრობლემა არ დგას. ადამიანი რომ მიდის, მართლმსაჯულებას პოულობს. 

ამბობს სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე TV პირველთან საუბარში.

კომენტარები