ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რამხელა ზიანს აყენებს ივანიშვილის რეჟიმი, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, მათი განცხადებები, მათი განწყობაც კი და მათი გადადგმული და არგადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი უწყობს ხელს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან და დაუცველად დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე. ეს ადამიანები, თითქოს, მშვიდობის დროშის დაცვის ქვეშ, რუსული აგრესიის საფრთხეს გვიზრდის. ისეთი განცხადებები გააკეთეს, ამ ფონზეც კი, რომ განიხილება საქართველოში თბილისის აეროპორტის სანქცირების საკითხი. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება ამ მავნებლობის. თუ აქამდე მივიდა საქმე, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების რეაქცია და მოჰყვება კიდეც, დარწმუნებული ვარ. ჯამში, ეს ყველაფერი ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებით უნდა დამთავრდეს, მაგრამ, სანამ ეს ცვლილება მოხდება, ეს იმხელა დარტყმაა, თუ მაქამდე მივიდა საქმე, რომ ამას არ გაატარებს საქართველოს საზოგადოება.
ევროპული საქართველო
ბოკერია: თბილისის აეროპორტის სანქცირების განხილვა ოცნების მავნებლობის მტკიცებულებაა
tbl.ge/6d9u
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ქართული ავიაკომპანიები შესაძლოა დასანქცირდნენ.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




