რუსეთ-საქართველო

პრემიერი უვიზოზე: დადებითი გადაწყვეტილებაა, ჩვენს თანამემამულეებს გაუადვილდებათ მიმოსვლა

რუსეთის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიოდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ ვიცით, რომ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, გაადვილდეს მოძრაობა, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ასე შემდეგ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება... ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, გააუქმოს საქართველოსთან სავიზო მომისვლა და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.

კომენტარები