რუსეთ-საქართველო

კობახიძე: ბუნებრივია, რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. 

რაც შეეხება ქართულ მხარეს, ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, მიზეზი მარტივია - რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ხალხს და ქვეყანას დავუწესებთ სანქციას, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია... რუსეთის ფედერაციას, ბუნებრივია, სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდით ამასთან დაკავშირებით.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა უქმდება.

კომენტარები