მიხაილო პოდოლიაკი

დღეს ჩვენ ვხედავთ რუსული ნაციზმის რეინკარნაციას – პოდოლიაკი

8 მაისი. ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ბრძოლაში დაღუპული გმირების გლოვის დღე. და გამარჯვების დღე, რომელიც გვეუბნება: რაც არ უნდა რთული იყოს, სიბნელე ყოველთვის მარცხდება. რა განსხვავებაა რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის? ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები. ჩვენ გვახსოვს საშინელი ფასი, რომელიც გადაიხადეს ნაციზმზე გამარჯვებისთვის. ჩვენ, როგორც არავის, ეს გვესმის, რადგან დღეს ვხედავთ ნაციზმის (ამჯერად რუსული) რეინკარნაციის მორიგ მცდელობას. სამყაროს უდანაშაულოების სისხლში დახრჩობის მცდელობა... ისინი (რუსები) ძვლებზე ცეკვავენ, ზეიმობენ და ყვირიან: "ბერლინო, ჩვენ კიდევ შეგვიძლია!" მათთვის ეს არის ომის დღე. ცეკვის დღე. მასობრივი მკვლელობის ხსენების დღე. და სიძულვილის კულტის ნაწილი.

წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.

კომენტარები