ჩინეთის კოსმოსური სააგენტო

ჩინეთი: 276 დღის წინ გაშვებული ჩვენი კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა

VCG

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ტექნოლოგიების შემოწმების ფარგლებში, ჩინურმა ექსპერიმენტულმა კოსმოსურმა ხომალდმა ორბიტაზე 276-დღიანი მისია დაასრულა და დედამიწაზე დაბრუნდა.

უეკიპაჟო კოსმოსური ხომალდი ორშაბათს ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარე ძიუცუანის გაშვების ცენტრში დაეშვა.

დეტალები იმის შესახებ თუ რა ტექნოლოგიები დაიტესტა, რა სიმაღლეზე გაფრინდა ხომალდი და როგორი იყო მისი ტრაექტორია, უცნობია. ასევე, კოსმოსური ხომალდის დაბრუნების ამსახველი ფოტომასალა ჯერ არ გავრცელებულა.

ჩინურ სოციალურ მედიაში საუბრობენ იმაზე, რომ ჩინეთი ავითარებს შეერთებული შტატების საჰაერო ძალების X-37B ავტონომიური კოსმოსური თვითმფრინავის მსგავს ტექნოლოგიას. ყველაზე ბოლო, მეექვსე უეკიპაჟო მისიიდან X-37B დედამიწაზე შარშან ნოემბერში დაბრუნდა. ის ორბიტაზე 900 დღეზე მეტხანს იმყოფებოდა.

კომენტარები