მოლდოვა-უკრაინა

უკრაინა მოლდოვიდან იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

Reuters

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის,  ტარას კაჩკას თქმით, მოლდოვის მხრიდან უკრაინული პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას უკრაინა ანალოგიური ნაბიჯით უპასუხებს. 

6 მაისს მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ვლადიმირ ბოლეამ თავის უკრაინელ კოლეგას შეატყობინა, რომ კიშინიოვი ევროკავშირის ინიციატივას უერთდება და უკრაინიდან იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე შეზღუდვებს აწესებს. ვლადიმირ ბოლეას თქმით, მოლდოვას ჯერ კიდევ აქვს გასული წლიდან შემორჩენილი მარაგი, რაც ნიშნავს, რომ ახალი მოსავლის აღების შემდეგ დამატებითი სურსათის შესანახად ადგილი აღარ რჩება. ამგვარ ვითარებაში ქვეყანა იძულებულია შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა კრიზისის არიდება მოახერხოს. 

"ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ კიშინიოვი, რომ მოლდოვის მხრიდან ნებისმიერი ტიპის შეზღუდვას უკიდურესად არამეგობრულ ჟესტად მივიღებთ. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება მოლდოვიდან ნებისმიერი ტიპის პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვები". - აღნიშნა ტარას კაჩკამ. მისივე თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და მალე აღსრულებაშიც მოიყვანენ.

კომენტარები