ღარიბაშვილი უნგრეთში

პრემიერი: სიმართლეს დაპირისპირებული ძალები მიზნების მიღწევას ლგბტ პროპაგანდით ცდილობენ

როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარი მიზნების მიღწევას? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევითა და ყალბი თავისუფლების თავს მოხვევით - მაგალითად, ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით. ასეთი ე.წ. სიახლეების იძულებით, რომლებიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა, რომელმაც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა, ადვილია. ამიტომ, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია. 

ამბობს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაზე.

კომენტარები