რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 20 დაშავდა

3 მაისს, ოკუპანტების მიერ ხერსონზე საარტილერიო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი შეეწირა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

"3 მაისის დილის საათებიდან რუსული ძალები ბომბავდნენ ქალაქ ხერსონს და რეგიონის დასახლებებს. 16:30 საათისთვის, 12 ადამიანი დაიღუპა, რეგიონულ ცენტრში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად. 22-მა ადამიანმა სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო". – ნათქვამია განცხადებაში. 

3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ღამით უკრაინამ კრემლში პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა. განცხადების მიხედვით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი რადიოლოკაციური თავდაცვის საშუალებებით მწყობრიდან გამოიყვანეს და ჩამოაგდეს. კრემლის მტკიცებით, შედეგად არავინ დაშავებულა. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს კრემლის ტერიტორიიდან მომავალი კვამლი.

კრემლის შეფასებით, ეს იყო ტერორისტული აქტი და პუტინის მკვლელობის მცდელობა, 9 მაისის ღონისძიებებამდე. განცხადების მიხედვით, "რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, სადაც და როცა საჭიროდ ჩაითვლება".

კომენტარები