უცნობის აქცია

ინჯია უცნობის აქციაზე: იქ იყო ნაღები ხალხი, ასეთებმა გადაარჩინეს საქართველო

რითი განსხვავდება ის აქციები, რომლებიც ტარდება ოპოზიციური ფლანგის მიერ და ის აქცია, რომელიც ჩატარდა 30 აპრილს. განსხვავება რაშია - იმ აქციაზე თუ იყო ვინმე, ოჯახებით იყვნენ და იყო ნაღები ხალხი, გულანთებული ხალხი, ზუსტად ასეთმა ხალხმა გადაარჩინა საქართველო საუკუნების განმავლობაში, საუკუნები იბრძოდა საქართველო და არა ნაკლები მტერი ჰყავდა საქართველოს, მაგრამ მაინც გადარჩა და გადაარჩინა სწორედ ისეთმა ხალხმა, რომელიც გუშინ მოვიდა.

მე ვიყავი პირადად [აქციაზე] და მე ვერ ვნახე, რომ ორგანიზებული იყო მმართველი პარტიის მიერ. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული რომ ყოფილიყო, ცოტა სხვანაირად გამოჩნდებოდა და ყველა რაიონიდან ყველა გამგებელს რომ მოეყვანა 2-3 ათასი კაცი, იქ ტევა არ იქნებოდა. აქ იყო ხალხი, რომელიც მოვიდა გულანთებული, სულით და გულით, მთელ იმ პერიოდში, როდესაც წვიმა იყო მოსალოდნელი, ბოლომდე იდგნენ, ბოლომდე იდგნენ და უსმენდნენ.

ამბობს ევროპელი სოციალისტების ლიდერი, ფრიდონ ინჯია. 30 აპრილს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "უცნობის" მიერ ორგანიზებული სახელისუფლებო აქცია გაიმართა.

კომენტარები