ოლაფ შოლცი

შოლცი: კიევს არ აქვს უფლება, გერმანიისგან მიღებული იარაღი რუსეთზე დარტყმისთვის გამოიყენოს

ოლაფ შოლცი
Krisztian Bocsi/Bloomberg

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, გერმანიისგან მიღებული იარაღი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იერიშის მიტანისთვის გამოიყენოს. ინფორმაციას Die Zeit ავრცელებს

ბენდორფში გამართულ საჯარო შეხვედრაზე შოლცმა აღნიშნა, რომ მსგავს წესებს იარაღის სხვა დასავლელი მიმწოდებლებიც განსაზღვრავენ. 

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა აუცილებელია, მაგრამ, მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთსა და NATO-ს შორის ომი არ დაიწყოს. 

კომენტარები