ტურიზმი

ავიაკომპანია Indigo თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს

ტავ ჯორჯიას ცნობით, ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. კერძოდ, ავიაკომპანია Indigo პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის, 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. 

"Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრას „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს. 

Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისათვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი - საერთაშორისოა" - აცხადებს ტავ ჯორჯია.

კომენტარები