ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისი: იყოს ნორმალური სასამართლო, ნაფიცი მსაჯულები, არა სანქცირებული მოსამართლეები

ამ დღეების განმავლობაში ყველა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფართა შეჯერდა იმაზე, რომ უნდა მოვიდნენ აქციაზე [ხვალ სასამართლოსთან] და უნდა მოითხოვონ მაქსიმალურასდ იურიდიულად, რითიც შეიძლება ლაზარეს ციხეში ჯდომა აცდეს, მაგრამ ილუზიები არ გვაქვს. იურიდიულად და სამართლებრივად არ გავურბივართ ჩვენ სასამართლოს, იყოს ნორმალური სასამართლო, ნაფიცი მსაჯულები და არა ამათი დანიშნული ეს სანქცირებული მოსამართლეები და არასანდო მოსამართლეები, ისეთს არაფერს ვითხოვთ ხო. ჩვენ გვინდა, რომ კანონის მიხედვით გასამართლდეს ბავშვი, დაუმტკიცონ, თუ რამე დანაშაულია, ისე არა, რომ მოსამართლეს ზემოდან უთხრეს - ესე გავაკეთოთ, ლაზარე დავიჭიროთ, მოიყვანონ თავისი მოწმეები პოლიციელები და ბავშვი გაასამართლონ, გაამწარონ, ამას ხალხი არ შეეგუება, ძალიან დიდი თანადგომა მაქვს და ხვალ გამოჩნდება ეგ.

გააკეთეს განცხადებები, მაგრამ ვინც არ გააკეთა და ვისაც ლაზარეს ამბავი ეთანაღრება და არ ემხრობა ლაზარეს დაჭერას, მე მინდა ხვალ ყველა სასამართლოზე მობრძანდეთ და თქვენი უკმაყოფილება გამოთქვათ იქ სასამართლოსთან. რატომ უნდა ვიყოთ ბევრი იქ, მოსამართლემ უნდა გაიგოს ხალხის ხმა და უნდა დაფიქრდეს, შეასრულოს თუ არა ზემოდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, უნდა იფიქროს, იქნება თუ არა მეხუთე სანქცირებული მოსამართლე, მაგაზეც უნდა იფიქროს, იმიტომ რომ ძაან კარგად ვხედავთ, როდესაც ხალხი გამოდის და რაღაცას ითხოვს, დასავლეთი მოქმედებს, ესე იქნება ახლაც. მინდა გავაფრთხილო და ვთხოვო მოსამართლეს, არ გაწიროს ლაზარე და ისე იმოქმედოს, როგორც კანონს, სასამართლოს შეეფერება. მე არ ვითხოვ ისეთს არაფერს, როგორც დაიწყო ბავშვის გაშავება და დემონიზება, იმიტომ რომ ორიგანალურია, სხვანაირია და სატანისტი გახადეს და არეული ორიენტაციის, ეგრე არ ხდება, ბატონო კობახიძე... კიდე მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, პრემიერს აქვს გაცხადებული, რომ ყველა იციან ვინ რას აკეთებდა აქციებზე, პრეცენდენტად თუ დავუშვით ლაზარეს დაჭერა, ყველას ჩამოგივლიან. ეგრე გააკეთებენ ესენი, ახლა პრეცენდენტი უნდათ ლაზარეს დაჭერით.

ამბობს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი ტელეკომპანია პირველის ეთერში. ხვალ ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის საქმეებზე საქალაქო სასამართლოში პროცესები გაიმართება.

მოაწერე ხელი პეტიციას

პეტიცია ითხოვს:

  1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარესა და თორნიკეს დავა მიმდინარეობს და მათი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა; 
  2. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გათავისუფლდეს გირაოთი. 

კომენტარები