პაპი ფრანცისკე

პაპი უნგრეთს: იყავით ღია იმიგრანტებისა და უცხოელებისადმი

პაპი ფრანცისკე

30 აპრილს პაპმა ფრანცისკემ უნგრეთში ვიზიტის დროს უნგრელებს იმიგრანტებისადმი ღიაობისა და ინკლუზიურობისაკენ მოუწოდა.

უნგრეთის მთავრობას დიდი ხანია აკრიტიკებენ ანტი-იმიგრაციული პოლიტიკისა და ქსენოფობიური რიტორიკის გამო. უმცირესობებისადმი ბუდაპეშტის დამოკიდებულების შესახებ შეშფოთება გამწვავდა მას შემდეგ, რაც პაპის 3 დღიანი ვიზიტის დასასრულს უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა ულტრამემარჯვენე ტერორისტი მოულოდნელად შეიწყალა.

ბუდაპეშტის ცენტრში ხალხის მასასთან საუბრისას პაპს უნგრეთის მთავრობის პოლიტიკა პირდაპირ არ გაუკრიტიკებია, თუმცა უმცირესობისა და იმიგრანტების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"როგორი მტკივნეული და სამწუხაროა დახურული კარების ხილვა, რომელიც არაპრივილეგირებულ და ტანჯულ ხალხს დაუხურეს, რომელიც უცხოელებს, ჩვენგან განსხვავებულებს, მიგრანტებსა და ღარიბებს დაუხურეს.

გთხოვთ, ძმანო და დანო, გავხსნათ კარები. ჩვენი საქმითა და ყოველდღიურობით ვეცადოთ ვიყოთ იესოს მსგავსად ღია კარი. ვიყოთ ისეთი ღია კარი, რომელიც არასდროს დაიხურება ვისამე ცხვირწინ, ღია კარი, რომელიც ყველას საშუალებას მისცემს, რომ შევიდეს და გამოცადოს უფლის სიყვარულისა და მიტევების სილამაზე." - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

პაპმა ფრანცისკემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მისი ქადაგება მიმართულია სწორედ უნგრეთისადმი.

"ამას ვეუბნები ჩვენს საერო ძმებსა და დებს, კატახისტებსა და სამოციქულო მუშაკებს, პოლიტიკური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პირებს და მათ, ვინც უბრალოდ ყოველდღიურობით ცხოვრობს: შესაძლოა, ზოგჯერ მარტივი არ იყოს, თუმცა იყავით ღია კარები! იყავით ინკლუზიურები, ამ გზით დაეხმარებით უნგრეთს ერთიანობის მიღწევაში, რაც მშვიდობის გზაა." - თქვა პაპმა.

კომენტარები