რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი უნგრეთზე: შეიძლება NATO-ს წევრი ქვეყანა იყოს რუსეთის მხარეს და NATO-ს წინააღმდეგ?

როგორ გადავწყვიტოთ დავა ბუდაპეშტთან? საკითხავია მხოლოდ ის, თუ რა სურს ბუდაპეშტს. მეჩვენება, რომ უნგრეთის პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობაა. ძალიან უცნაური სიტუაციაა – შეიძლება NATO-ს წევრი ქვეყანა იყოს რუსეთის მხარეს და NATO-ს წინააღმდეგ? 

ვფიქრობ, ეს შეუსაბამო საქციელია. მე გამოვხატავ ჩემს სუბიექტურ აზრს. მოკავშირე არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის რწმენა და ქმედება. ეს არის სახელმწიფოთა გაერთიანება, რომელთაც აქვთ იგივე შეხედულება უსაფრთხოებაზე, ღირებულებებზე. 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები