ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ჩერგოლეიშვილი: სამართლიანობის მისაღწევად ყველაზე კარგი გზა პროცესში მოქალაქეების ჩართვაა

აქ არის თორნიკე, ლაზარე ციხეშია. თორნიკე გირაოთი გამოუშვეს, ლაზარე კი ჩატოვეს. ეს ადამიანები იხდიან ფასს იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენ ყველამ მივიღეთ: საქართველოს ყველა მოქალაქემ, რასაც ახალი გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს, იცის, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს ფაქტობრივად აუქმებდა. ამ კანონის უკან გაწვევით რეალურად მთელმა საზოგადოებამ, მთელმა პროევროპულმა საზოგადოებმა, საზოგადოების 87%-მა ნახა სიკეთე.

ჩვენ თუ ღირსეული საზოგადოება ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ორი ადამიანი მსხვერპლად შეეწიროს საერთო წარმატებას. არ უნდა დავუშვათ, რომ უსამართლოდ მოიქცეს სახელმწიფო და სამართლიანობის უზრუნველყოფის ყველაზე კარგი გზა არის მოქალაქეების ჩართვა პროცესში. ზოგადადაც უნდა გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა და შეეხოს იმ ყველაფერს, რის შედეგადაც ადამიანი შეიძლება ციხეში წავიდეს. იმიტომ რომ ჩვენ ვენდობით მოქალაქეებს და არ ვენდობით ჩინოვნიკებს. განგვსაჯონ მოქალაქეებმა.

ამბობს ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

21 აპრილს თავისუფლების ინსტიტუტმა, ლაზარე გრიგორიადისის მამამ და 8 მარტის აქციის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა პარლამენტის წინ ერთობლივი პეტიცია წარადგინეს. ისინი უერთდებიან ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის მოთხოვნას, მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

პეტიცია ითხოვს:

  1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარესა და თორნიკეს დავა მიმდინარეობს და მათი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა; 
  2. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გათავისუფლდეს გირაოთი. 

მოაწერე ხელი პეტიციას - https://forms.gle/WdYpDbazgYYRyj4w5 

კომენტარები