ახლო აღმოსავლეთი

უახლოეს დღეებში საუდის არაბეთი და ირანი საელჩოებს ხელახლა გახსნიან

REUTERS/Aziz Taher

28 აპრილს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში საუდის არაბეთი და ირანი ერთმანეთის დედალაქალებში საელჩოებს ხელახლა გახსნიან

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ამირ-აბდოლაჰიანმა საელჩოების გახსნის კონკრეტული თარიღები არ დაასახელა. 

საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან 2016 წელს გაწყვიტა, როდესაც თეირანში მდებარე მის საელჩოს თავს დაესხნენ, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირი სიკვდილით დასაჯეს. 

6 აპრილს, 7 წლის შემდეგ პირველად საუდის არაბეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ჩინეთში შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ახლო აღმოსავლეთის ორ დიდ რეგიონულ ძალას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იყო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნისთვის და მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

კომენტარები