ირაკლი ღარიბაშვილი

ზარქუა ღარიბაშვილის უნგრეთში მიწვევაზე: ჩვენი ინტერესი მართლმადიდებლობის შენარჩუნებაა

ხელმოცარულებს, რომლებიც ჩვენ ბლომად გვყავს ქართულ პოლიტიკაში, მე დავარქმევდი ფსევდოლიბერალებს, რომლებმაც ვერ მონახეს თავიანთი ადგილი და ნიშა საზოგადოებაში და შეუძლიათ, მხოლოდ ასეთი გამოხდომებით, ლანძღვით, გინებით, ჩასაფრებით და პროვოკაციებით თავი გამოიჩინონ. 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები. ჩვენი ინტერესია ევროპა, ევროინტეგრაცია, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერება. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი სპიკერია.

კომენტარები