რუსმა ოკუპანტებმა ღამით ნიკოლაევში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 15 ადამიანი და დაიღუპა 1.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, მტერმა С-300 ტიპის რაკეტები გამოიყენა. მისივე ცნობით, დაშავებულებიდან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინული მედია წერს, რომ ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია მუშაობს.