თურქეთი

თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირის ბრალდებით 110 პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირის ბრალდებით 110 პირი დააკავა. 

პოლიციის ინფორმაციით, სპეცოპერაცია 21 პროვინციაში ჩატარდა, თუმცა, დაკავებების უმეტესობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დიარბიკირში მოხდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქურთია. უსაფრთხოების ძალები სპეცოპერაციას "ანტიტერორისტულ" ოპერაციად მოიხსენიებენ.

თურქეთის ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიხედვით, რომელმაც აღნიშნა, რომ მასშტაბური დაკავებების პიზეზი 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო დაკავებულთა შორის არიან პოლიტიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები და არტისტები. 

ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში 1978 წელს დაარსდა. მისი თავდაპირველი მიზანი თურქეთში მცხოვრები ქურთების ეთნიკური ჯგუფისთვის ადამიანის უფლებათა გაუმჯობესება და შიდა ავტონომიის მოპოვება იყო. 

PKK თურქეთის მთავრობას 1980-იანი წლებიდან ებრძოდა და ამ პროცხეს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის თურქეთის მთავრობას ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული.

 

კომენტარები