ქართული ოცნება

პაპუაშვილი: იმედია, EU ამჯერად საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის გვერდით დააყენებს

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული, იმ მიღწევებზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს. სამწუხაროდ, იანვარში კითხვარზე გამოქვეყნებულმა შეფასებამ გვაჩვენა, რომ შარშან, ივნისში საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება სამართლიანი არ იყო. ამიტომ იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა და მოლდოვა.

[...] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ხელახლა გაიაზროს საკუთარი გეოპოლიტიკური როლი რეგიონში და გააცნობიეროს, რომ საქართველოსთვის პასუხი ამავე დროს ნიშნავს პოზიციას რეგიონთან დაკავშირებით.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სპიკერთა ყოველწლიური კონფერენციის დაწყებამდე. 

კომენტარები