გერმანია-უკრაინა

ბერლინი უკრაინაში გერმანული ბომბდამშენების გაგზავნის შესაძლებლობას უარყოფს

ბორის პისტორიუსი

გერმანიაში, უკრაინის მოკავშირეების შეხვედრაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გერმანული გამანადგურებლების უკრაინაში მიწოდების შესაძლებლობა უარყო

პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანია აპირებს, უკრაინელ პილოტებს თვითმფრინავები შესთავაზოს, რომლებმაც შეიძლება ოპერატიულად იფრინონ და მათ ადგილზე მოემსახურონ. "ეს არაა იგივე, როცა ერთ დაქირავებულ მანქანას მეორით შეცვლი".- თქვა პისტორიუსმა.

მინისტრის თქმით, გერმანულ Tornadoe ტიპისა და Eurofighter ტიპის თვითმფრინავებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე იმ თვითმფრინავებს, როგორებიც უკრაინაშია საჭირო. 

კომენტარები