უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი ადასტურებს, რომ უკრაინამ გერმანიისგან მეორე საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T მიიღო.
"უახლესი IRIS-T სისტემა, რისთვისაც ჩვენ მადლობას ვუხდით გერმანელ პარტნიორებს, საკრუიზო რაკეტებთან ბრძოლაში დაგვეხმარება". - წერს თავდაცვის მინისტრი Facebook-ზე.
გერმანია უკრაინას ოთხ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას დაჰპირდა. აქედან ორი უკვე მიაწოდა.
გერმანიის ფედერალური მთავრობის განცხადებით, IRIS-T არის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა გერმანიაში. იგი შეიმუშავა გერმანული შეიარაღების კომპანია Diehl Defense-მა.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, სახმელეთო საზენიტო სისტემა, უპირველეს ყოვლისა, რუსული არმიის საჰაერო თავდასხმების მოგერიებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად. შოლცის განმარტებით, მიწოდებული ტექნიკით საჰაერო თავდასხმებისგან დიდი ქალაქების დაცვაც შესაძლებელია.