ლარი დოლართან მიმართებით 0.27 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.15 თეთრით. 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5170 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7536 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.56 ლარია, ხოლო ევროსი - 2.82 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.52 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.77 ლარად.





