დავით კეზერაშვილი

კობახიძე: კეზერაშვილის ძალადობები დიდი ხანია ცნობილია, მხოლოდ BBC-ის შემდეგ დაიჯერო, გოიმობაა

ეს ტელევიზია თავიდან ბოლომდე ფუნქციონირებს ნაძარცვი ფულით. ეს ფული ეფუძნება სამ ძირითად წყაროს – პირველი, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, მეორე იყო ჯარის ძარცვა და მესამე არის ევროპელი პენსიონერების ძარცვა. როდესაც ვიღაცები, ე.წ ლიბერალების ნაწილი დღეს ამბობს, თურმე რა გაიგეს და ა.შ მე მათ მინდა, შევახსენო ერთი რამ, რომ კეზერაშვილის დანაშაულების შესახებ დიდი ხანია, ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის და ეს არ არის რაიმე ახალი. როცა BBC-იდან იგებ რაღაცას და მხოლოდ ამის შემდეგ იჯერებ, ვიღაცის დანაშაულებრიობას, ეს არის გოიმობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. შესაბამისად, ყველა, ვინც მიაკუთვნებს საკუთარ თავს ამა თუ იმ ტელევიზიას, მარტო ფორმულაზე ხომ არ არის საუბარი, იგივე ეხება სხვა ტელევიზიებსაც, რომელიც არის "ნაცმოძრაობის" საკუთრებაში ამა თუ იმ ფორმით, უნდა იცოდეს, მათ შორის, მაყურებელმაც რომ ეს ყველაფერი არის ნასაზრდოები სისხლიანი ფულით. კეზერაშვილის ფული არის სისხლიანი ფული, სააკაშვილის ფული არის სისხლიანი ფული. შესაბამისად, ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს.

პროკურატურამ ჩაატარა ძალიან ხმამაღალი ბრიფინგი გერმანელ კოლეგებთან ერთად, ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს ბრიფინგი შეეხებოდა კეზერაშვილის  ქოლცენტრების საქმის გამოძიებას. პროკურატურა გერმანელ კოლეგებთან ერთად, დაინტერესებულია ძალიან დიდი ხანია და გავიმეორებ, ამ საქმის ნაწილობრივ გახსნასთან დაკავშირებით ქართულმა პროკურატურამ ჩაატარა დაახლოებით ორი თვის წინ. შესაბამისად, ამ საქმესთან მიმათებით ინტერესი იყო ძალიან მაღალი ხელისუფლების მხრიდან, უფრო მეტიც, ხელისუფლება იყო წარმატებით ჩართული გერმანელ კოლეგებთან ერთად ამ საქმის გამოძიებაში, რომელიც უკავშირდება კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვას. ქოლცენტრები მუშაობს დახურულ, ფაქტობრივად გასამხედროებულ რეჟიმში, შესაბამისად, ეს არის იმ კატეგორიის დანაშაული, რომლის გახსნა არის განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული. თუმცა ჩვენმა პროკურორებმა, გამომძიებლებმა, გერმანელ კოლეგებთან ერთად, სათანადო დროში უზრუნველყვეს ამ დანაშაულის გამოვლენა და მისი სათანადოდ გამოძიება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად. 

12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება თაღლითების იმ ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც, მასალების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს უკავშირდება. 

კომენტარები