დავით კეზერაშვილი

ვაშაძე BBC-ის სანდოობაზე: ის კორესპონდენტი საერთოდ ისრაელში ცხოვრობს 

ის კორესპონდენტი BBC-ის საერთოდ ისრაელში ცხოვრობს, როგორც მე გავარკვიე, ათასი თემაა, გაირკვევა, დამერწმუნეთ, ბრიტანულ სასამართლოში როცა იქნება დავა, დადგინდება სიმართლე, ნამდვილად არ ვნერვიულობ მე იქ სამართლიანობის ზეიმზე, იმიტომ, რომ მართლმსაჯულება იქ არის თავის სიმაღლეზე და კლანი არ არსებობს, რომელიც პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებას იღებს. სპეკულაციები, რომ ვიღაცამ ეს გამოიყენოს ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ, ამ პროცესში შესვლაც კი არის დანაშაული. რაზე ვდარდობთ, ბრიტანეთი მიხედავს თუ არა ბრიტანელ პენსიონერებს? გერმანია მიხედავს თუ არა გერმანელ პენსიონერებს? მიხედავენ, საქმესაც გამოიძიებენ, დამნაშავესაც ციხეში ჩასვამენ, ჩვენ პენსიონერებს უნდა მივხედოთ ჩვენ, რომელიც გაძარცვა ქართულმა ოცნებამ და არ შეიძლება, რომ აქცენტები გადავატანინოთ სხვა მიმართულებით.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ TV ფორმულას ეთერში. გიორგი ვაშაძემ ისაუბრა BBC-ის გამოძიებაზე, რომელიც ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება.

კომენტარები