დაპირისპირება ენმ-ში

ხაბეიშვილი: ერთადერთი, თუ ვინმეს გუნდი შეიძლება ერქვას ენმ-ში, არის სააკაშვილის გუნდი

ნაციონალური მოძრაობა არის ერთი პარტია. არსებობს ნაციონალური მოძრაობის გუნდი და ერთადერთი, თუ ვინმეს გუნდი შეიძლება ერქვას ნაციონალურ მოძრაობაში, არის მიშა სააკაშვილის გუნდი. არანაირი ხაბეიშვილის გუნდი, ბეჟაშვილის გუნდი, ბოტკოველს გუნდი არ არსებობს. თუ ვინმე უწოდებს და მე ვნახე, რომ ასეთებს უწოდებენ, რომ მელიას გუნდი, ჩვენ იმის გუნდის წევრები ვართ, ეს არის პრობლემა. თუ ვინმეს ვინმეს გუნდის წევრობა უნდა, ამისთვის კონსტიტუციური უფლება აქვთ, ჰქონდეთ პოლიტიკური პარტია და აწარმოონ ნებისმიერი საქმიანობა.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას.

კომენტარები