დავით კეზერაშვილი

თალაკვაძე კეზერაშვილზე: ეს არ არის ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა, ეს არის მისი გადამალვა

ეს უნდა შეფასდეს არა როგორც ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემა, გადაფორმება, არამედ ტელევიზიის გადამალვა, ის ცდილობს, რომ საკუთარი მძიმე რეპუტაცია და ტვირთი ჩამოხსნას ახალა დროებით მაინც ტელევიზიას, იმისთვის, რომ ამ მედიამ გააგრძელოს აქამდე დასახული ამოცანების შესრულება.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია, როგორც არ უნდა ეცადოს დავით კეზერაშვილი, რომ დაიმალოს პარტიის თუ მედიის უკან, რა თქმა უნდა სიმართლე უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ, დავით კეზერაშვილის მიერ ტელეკომპანია ფორმულას საკონტროლო წილის კოლექტივისთვის გადაცემაზე საუბრისას

კომენტარები