თურქეთი

მესუთ იოზილი ერდოღანის პარტიიდან თურქეთის პარლამენტის წევრობაზე კენჭს იყრის

თურქული წარმოშობის ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი, მესუთ იოზილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის საპარლამენტო სიაში იქნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, ერდოღანის პარტიამ (სამართლიანობისა და განვითარების პარტია) საარჩევნო სია შესაბამის ორგანოს უკვე გადასცა. სიის გადაცემამდე ერდოღანი აცხადებდა, რომ საპარლამენტო სიაში ახალი სახეები იქნებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მესუთ იოზილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საჯარო მხარდაჭერა ჯერ კიდევ 2018 წელს გამოუცხადა. 2019 წელს კი იოზილის ქორწილში ერდოღანი ქორწინების მოწმის როლში მოგვევლინა.

მესუთ იოზილმა საფეხბურთო კარიერა გასულ თვეში დაასრულა. სხვადასხვა დროს ნახევარმცველი მადრიდის რეალში და ლონდონის არსენალში თამაშობდა. ამავდროულად, იოზილმა, რომელიც გერმანიის ქალაქ გელზენკირხენშია დაბადებული, გერმანიის ნაკრებში 92 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები