ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები. ასევე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში. აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს.
დავით კეზერაშვილი
კეზერაშვილი: მზად ვარ, საგამოძიებოებს მივცე ცნობები ქოლ-ცენტრებში ჩართულ მაღალჩინოსნებზე
tbl.ge/6cbk
დაკოპირდა

აღნიშნავს დავით კეზერაშვილი განცხადებაში.
განცხადება სრულად წაიკითხეთ აქ
ამავე თემაზე
- სასამართლო დავის შედეგად BBC-მ გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები – კეზერაშვილი
- კეზერაშვილი "დაკავებაზე": საქართველოს რუსულმა მთავრობამ "უფროსი ძმაც" მოიხმო დასახმარებლად
- რუსეთში დავით კეზერაშვილი დაუსწრებლად დააკავეს
- კეზერაშვილი: ჰელსინკის განცხადების შემდეგ ოცნება ცდილობს ისრები ოპონენტებისკენ მიმართოს
- პაპუაშვილი კეზერაშვილზე: EU-ს ჰკითხეთ, რატომაა თავისუფალი იქ, სადაც პენსიონერებს ძარცვავს




