მიხეილ სააკაშვილი იმ მახინჯი მიდგომის პროდუქტია, როდესაც რაღაც მოცემულობას დირექტიულად მოგაწვდიან და შენ თვალდახუჭული უნდა მიჰყვე და პროტესტიც კი არ გამოაცხადო. ის მთელი თავისი მმართველობის დროს, ასე ცდილობდა, თვალდახუჭული აგვეტანა ყველა ის უფლებების დარღვევა და დემოკრატიის ნგრევა, რასაც აკეთებდა. ვინც კი ამ ყველაფერს გააპროტესტებდა, რეპრესიები გარანტირებული ჰქონდა. თუ ვინმე საქართველოს ბოლო ასწლეულის ისტორიას იცნობს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს ედრება. ისევე, როგორც მახინჯი იყო საბჭოთა მმართველობა და მათი ყველა სისტემა, რაც მოიგონეს, ფიქცია იყო, ასევე, მახინჯი და ფიქცია იყო სააკაშვილის ვითომ დემოკრატია და მისთვის ადამიანის უფლებები.
tbl.ge/6cbi
დაკოპირდა
![](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_square_md/public/photos/2021/02/147285805_5303944882978820_8513616290769945557_o.jpg?itok=4KgZOPOM)
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- დავითულიანი ივანიშვილზე: არსებითი სხვაობაა ქვეყნის გადაფარებასა და მძევლად აყვანას შორის
- ზავრადაშვილი: ივანიშვილი საუკუნის პატრიოტია, ჯონ ბასმაც და ყველამ დაიმახსოვრეთ
- ბოლქვაძე: კვლევა ჩატარდება, ველურ ვერბალურ ქმედებათა წინააღდეგ მექანიზმის შესამუშავებლად
- კალაძე: აშშ-სთან ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით შეუძლებელია
- კობახიძე: სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს