სერგეი ლავროვი

ლავროვი ბრაზილიის პრეზიდენტთან შეხვედრისას სამშვიდობო ინიციატივას განიხილავს

Achmad Ibrahim/AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებები ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან გამართა

ლავროვმა და მაურო ვიეირამ რუსეთში ხორცის ექსპორტის გაზრდის გეგმები და ბრაზილიელი ფერმერებისთვის სასუქების იმპორტის უზრუნველყოფა განიხილეს.

ლავროვი ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვასაც შეხვდება. 

აქამდე ლულა გამოვიდა ინიციატივით, რომ მშვიდობის დასამყარებლად შეიქმნას ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც რუსეთი-უკრაინის ომში არ მონაწილეობენ. 

გასულ კვირას ჩინეთიდან დაბრუნებისას, სადაც მან ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან განიხილა, ლულამ ქვეყნებს იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი". - თქვა ლულამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები